11ივნისს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელწიფო დრამატულ თეატრში კონცერტი "ქართული ხალხური სიმღერა- კაცობრიობის საგანძური" გაიმართება.
კონცერტში, რომელიც ფონდის პირველი ღონისძიებაა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ქართული ტრადიციული შემოქმედების ყველაზე გამორჩეული ოსტატები მიიღებენ მონაწილეობას. ფონდი „ქართული გალობა" ღვაწლმოსილ ადამიანებს საპატიო ჯილდოებსა და ფულად პრემიებს გადასცემს.
კონცერტში მონაწილეობენ: თბილისის სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდი, ლექსო თორაძე. ანსამბლები: "რუსთავი", "სახიობა", "დიდგორი", "შავნაბადა", "იმერი", "ბასიანი", "ელესა" და ბავშვთა გაერთიანებული გუნდი.
ფონდი "ქართული გალობა" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა.
ფონდის მიზანია ხალხური შემოქმედებისთვის ხელშეწყობა , საქართველოსა და უცხოეთში ტრადიციული სიმღერისა და გალობის პოპულარიზაცია.
ფონდის საქმინაობა მოიცავს ტრადიციული ქართული სიმღერისა და გალობის სწავლებას, აგრეთვე ძველი აუდიო, ვიდეო, სანოტო ჩანაწერების მოძიებას, აღდგენას, შემდეგ კი გამოცემასა და გაცნობას ფართო საზოგადოებისთვის.