თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით - 11 ივნისს, 18:00 სთ - კინოთეატრ "რუსთაველში" გაიმართება პროექტის "WORLD FROM DAWN TILL DUSK" პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძელგთა დაცვის სამინისტროს და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება. პრეზენტაციის შემდეგ ნაჩვენები იქნება პაველ ლოჟინსკის დოკუმენტური ფილმი "ქიმია" 58 წთ. (2009), ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
პრეზენტაციის შემდეგ, 12-13 ივნისს გაგრძელდება კინო ჩვენებები და რეჟისორებთან შეხვედრები კინოს სახლში, ხოლო პროექტის პირველი ეტაპის ბოლო საღამოს ეროვნული ბიბლიოთეკა უმასპინძლებს 14 ივნისს. დასაწყისი 18 საათზე, დასწრება თავისუფალია.
"WORLD FROM DAWN TILL DUSK" არის მასტერკლასების ციკლი, რომელიც ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა კინოსკოლების სტუდენტებისთვის (და არა მხოლოდ სტუდენტებისთვის). ერთი თვის განმავლობაში პოლონეთის ლოძის კინოსკოლის პროფესორები ჩაატარებენ მასტერ კლასსების სერიას, რის შედეგადაც სტუდენტები შექმნიან დოკუმენტურ ფილმებს, რომელთა გმირი არის ქალაქი, ამ შემთხვევაში თბილისი. საბოლოო ჯამში შეიქმნება ერთ საათიანი დოკუმენტური ფილმი თბილისზე.