მუსიკალური საერთაშორისო ფესტივალი "ოაზისი" 22-23 ივნისს, მცხეთაში, პარკ თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
ფესტივალს ხუთი მთავარი ჰედლაინერი Мумий Тролль, Sunsay-ი, გერმანული ჯგუფი Jahcoozi, გერმანული ელექტრონული ჯგუფი WhoMadeWho, ქართული ბენდი LOUDspeakers ეყოლება. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ Juveniles, ფრანგი synth-poppers-ები, Motorama,
Dzierzynski Bitz ,ქართული ჯგუფი The Jetbird. ფესტივალ ოაზისის-ის ორგანიზატორიების თქმით მსმენელს ფესტივალის განმავლობაში ქართული და ევროპული ბენდების განსხვავებული და საინტერესო მუსიკის მოსმენის საშუალება მიეცემათ.
22 -23 ივნისს მცხეთაში მოეწყობა კრეატიული ვორქშოფები, სპორტული ივენთები, როგორც ბავშებისათვის ასევე სრულწლოვანთათვის,ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგდება მოლაშქრეთა ზონა. დაცული პარკინგი და კვების ობიექტები ხელს შეუწყობს ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს რომ კომფორტულ გარემოში გაატარონ ორი დღე ქალაქ მცხეთაში.