თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარის მკვიდრი ვახტანგ ბერიკაშვილი ამ წუთებში ქუთაისის მერიის წინ თავის დაწვას ცდილობს. ბერიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს, ომარ ნიშნიანიძეს მოტყუებაში ადანაშაულებს. ბერიკაშვილის თქმით, მას ნიშნიანიძე დაპირდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან უშუამდგომლებდა და მისი ოპერაციის ხარჯებს სამინისტრო დაფარავდა, თუმცა მას მხოლოდ თანხის 10 % ჩაერიცხა. 
„ავადმყოფი ვარ და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთან დახმარების სათხოვნელად მივედი. ის დახმარებას  დამპირდა, თუმცა მომატყუა. ასე ცხოვრება არ შემიძლია. ოჯახს ტვირთად ვერ დავაწვები, მირჩევნია თავი დავიწვა"-ამბობს ვახტანგ ბერიკაშვილი. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები