დღეიდან ცნობილი რუსი მომღერლის ზემფირას კონცერტზე დასასწრები ბილეთები განსაკუთრებულ ფასად გაიყიდება. კონცერტი კომპანია "ლაივ კონცერტის" ორგანიზებით 22 ივლისს თბილისში, მთაწმინდის პარკში გაიმართება.
მომღერალი მსმენელის წინაშე უახლესი ალბომით «Жить в твоей голове» პრემიერით წარსდგება. კონცერტის ორგანიზატორის კირილ ხიმიჩევის თქმით, მომღერალი საქართველოს ბენდთან ერთად, 12 კაციანი შემადგენლობით ეწვევა და ორ საათიან კონცერტს გამართავს.
კონცერტზე დასასწრები პირველი 300 ბილეთი დღეიდან, განსაკუთრებულ ფასად, 45 ლარად გაიყიდება. შემდგომ კი ბილეთის ფასი 60 ლარამდე გაიზრდება. ხოლო 13 ივნისიდან ვიპ ბილეთების რეალიზაცია დაიწყება.
ბილეთების შეძენა www.ticketservice.ge -ზე იქნება შესაძლებებელი.
მასალის გამოყენების პირობები