ხვალ, 7 ივნისს, 17:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში მხატვარ ეთერ დავითაშვილის გამოფენა "ტრანსფორმაცია" გაიხსნება.
მხატვრის შემოქმედებაში ასახულია ცვალებადობა.იგი ძერწავს, ქმნის ფოტო და ვიდეო პროექტებს, იღებს მონაწილეობას ჯგუფურ გამოფენებში. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის.
გამოფენა გაგრძელდება 12 ივნისამდე.