9 ივნისს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში სპექტაკლის ,,გრონჰოლმის მეთოდი" პრემიერა გაიმართება.
ჟორდი გალსერანის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ დადგა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ეკა ჩხეიძე, ნიკა თავაძე, აპოლონ კუბლაშვილი, ალეკო მახარობლიშვილი.
როგორც რეჟისორი თემურ ჩხეიძე განმარტავს, „ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე არც ერთი თანამედროვე პიესა ისე არ მომწონებია, როგორც ჟორდი გალსერანის ,,გრონჰოლმის მეთოდი". დეტექტივის პრინციპით დაწერილი (თუმცა დედექტივი არ არის) პიესა.
მე არ შევუდგები იმის მოყოლას, თუ რაზეა ის, ვფიქრობ, თითოეული მაყურებელი საკუთარ დასკვნას გამოიტანს. ძალიან მინდა ყველა ისე შეწუხდეს დასმული პრობლემით, როგორც ეს მე დამემართა პიესის კითხვისას."
სპექტაკლის ,,გრონჰოლმის მეთოდი" საპრემიერო ჩვენებები მარჯანიშვილის თეატრში 20,21,22 ,26 ივნისს გაიმართება.