7, 8,9 ივნისს, 19:00 საათზე, კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლის "პოლიცია" პრემიერა გაიმართება. სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ დადგა. საპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მალხაზ აბულაძე, გიორგი ყიფშიძე, ვანო თარხნიშვილი, ნიკა წერედიანი და თემო ნატროშვილი. ასევე ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო განყოფილების მოსწავლეები.
სპექტაკლი განხორციელდა თბილისის მერიის მხარდაჭერით.