დღეს, 5 ივნისს, 20:30 საათზე - თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინო ფესტივალის ფარგლებში ექსპერიმენტული საღამო გაიმართება. თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები წარმოადგენენ პროექტს „მოდა და კინემატოგრაფი".
ჩვენება - პერფორმანსში მომავალი მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას. ორი სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის ერთგვარი შემოქმედებითი სინთეზი პროექტს ექსპერიმენტულ ხასიათს ანიჭებს. ჩვენებამდე, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები შეასრულებენ მსოფლიო ჰიტების „ქოვერებს", მათ შორის თიკა ჯამბურია, ეკა აბალაკი, სალომე ცუხიშვილი და თამარ მურადაშვილი.
მის: აღმაშენებლის გამზ. 40