7 ივნისს, მარჯანიშვილის თეატრის მოპირდაპირე მხარეს ახალი სცენა სპექტაკლით "ტარტიუფი" გაიხსნება. ჟან ბატისტ მოლიერის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა ლევან წულაძემ დადგა.
ახალი სცენა ისეთი სივრცეა, სადაც ზღვარი სინამდვილესა და თეატრალურ პირობითობას შორის არაა. თეატრი თეატრის გარეშე. თეატრი ცხოვრების გაგრძელება. თეატრი როგორც ვარჯიში თავისუფლებაში.
როგორც რეჟისორი ლევან წულაძე განმარტავს- ..დიდხანს ვიფიქრე რითი რემელი პიესით გამეხსნა ახალი სცენა და გადავწვიტე მოლიერის არაჩვეულებრივი პიესა ტარტიუფი დამედგა. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა, კომედია, რომელიც იქნება დელარტესეული, მხიარული, მაგრამ ცოტა „ წიწაკით".
ახალი თეატრის მოწყობის პრინციპი მინდა იყოს მოლიერისეული. მინდა მსახიობთა თანაარსებობის პრინციპიც იყოს: - „იყავი მარტო და იყავი ყველასთან ერთად!" - ძალიან მომწონს ეს დევიზი, ვთვლი, რომ საინტერესო აზრი დევს მსახიობისთვის, იყავი ყველასთან ერთად იმიტომ, რომ ანსამბლი ხარ, ამავდროულად იყავი მარტო, იმიტომ რომ ინდივიდი ხარ, ანუ ის, რაც შენ ხარ მხოლოდ..."
მასალის გამოყენების პირობები