ისრაელის საელჩო საქართველოში უახლოეს მომავალში თანმედროვე ლიტერატურის ანთოლოგიის გამოცემას გეგმავს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იუვალ ფუქსმა განაცხადა.
"ისრაელის თანამედროვე კულტურას იმდენად კარგად არ იცნობს საზოგადოება, როგორც ჩვენ გვინდა, რომ იცნობდეს. მაგალითად თანამედროვე ლიტერატურაში, თანამედროვე მუსიკაში და ასე შემდეგ საქართველო იმდენად არ არის გარკვეული, როგორც ჩვენ გვინდა და სწორედ ამიტომ, ისრაელის საელჩო საქართველოში, უახლოეს მომავალში აპირებს ისრაელის თანამედროვე ლიტერატურის ანთოლოგიის გამოცემას", - განაცხადა ელჩმა.
მისვე თქმით, დაგეგმილია მრავალი კულტური ღონისძიება, რათა ქართულ საზოგადეობას შესაძლებელობა ქონდეს უკეთ გაიცნოს ისრაელის თანამედრო კულტურული მიღწევები.
"საქართველოს სხვადასხვა რეგიოენებს ეწვევა ორი ფოტოგამოფენა ისრაელიდან. ეს არის - "ციდან დანახული იერუსალიმი" და "ჰორიზონტები". ქუთაისსა და გორს ესტუმრება ეს გამოფენები უხლოეს მომავალში და კიდევ, ამ წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას თანამედროვე მუსიკის ფესტივალში. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ საქართველოში ისრაელიდან მოვიწვიოთ ერთ-ერთი ხელოვანი, რომელიც საზოგადეოებას ვიდეოინსტალაციებს წარუდგენს. მინდინარეობს მოლაპარაკებები მომავალი წლის ივენთებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ ისრაელის თანამედროვე კულტურას უფრო მეტად გაეცნოს ქართული საზოგადოება", - განაცხადა იუვალ ფუქსმა.