5 ივნისს 14:00 საათზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი კონკურსის გამარჯვებულებს და მათ პედაგოგებს სიგელებს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ გამოცემებს გადასცემენ.
ღონისძიებას დაესწრებიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრები და სფეროს სპეციალისტები.
მასალის გამოყენების პირობები