9 ივნისს, 19:30 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში რიგით მე-4 სოლო კონცერტს ასნამბლი ,,შავნაბადა" გამართავს სახელწოდებით - ,,ტრადიციული მუსიკის საღამო".
კონცერტზე სულ დაახლოებით 20 მუსიკალური ნაწარმოები შესრულდება, მათ შორის რამდენიმე საგალობელი და სიმღერები, რომლებიც საუკუნეზე მეტია არ გაჟღერებულა. ,,შავნაბადამ" ისინი ექსპედიციების დროს მოიძია და აღადგინა.
კონცერტზე ასევე წარდმოდგენილი იქნება ცნობილი სიმღერების უცნობი ვარიანტები. კონცერტზე ანსამბლი ,,შავნაბადა" მის რეპერტუარში შესულ ყველა ახალ სიმღერას შეასრულებს.
საღამო ეძღვნება ზაქარია ფალიაშვილის (1871-1933) გარდაცვალების 80 წლისთავს.
ფოლკლორული ანსამბლი "შავნაბადა" ჩამოყალიბდა 2005 წელს. "შავნაბადას" წევრები ბიჭუნათა ანსამბლების "მართვესა" და "ბიჭების" აღზრდილები არიან. ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს როგორც ხალხურ სიმღერებს და ასევე საეკლესიო გალობას.
ანსამბლის წევრები თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გალობენ.
კონცერტის მხარდამჭერია - თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.