ხვალ, 5 ივნისს, 17:00 საათზე, "დინამო არენაზე" მუსიკალურ ფესტივალ TBILISI OPEN AIR გაიმართება.
მუსიკალურ ფესტივალს გახსნის " Altervision Group-ის ყოველწლიური მუსიკალური პროექტის, თბილისი Newcomers 2012-ის გამარჯვებული ბენდი KID JESUS. ასევე მონაწილეობას მიიღებენ: ჰევი მეტალისა და თანამედროვე ჰარდ როკის მეგა ვარსკვლავები DEEP PURPLE, მათ 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვთ გაყიდული; პარიზში დაარსებული ბენდი BLACK STROBE; ბრიტანული ბენდი THE SUBWAYS, რომელიც არაერთი მასშტაბური ფესტივალის ჰედლაინერია; ელექტრონული ბენდი ისრაელიდან INFECTED MUSHROOM; ბერლინური ბენდი MODESELEKTOR.
TBILISI OPEN AIR 2013, სლოგანით "მუსიკა ათავისუფლებს" მოიცავს ყველა მუსიკალური ჟანრისა და ასაკის მსმენელს. TBILISI OPEN AIR კომპანია "ალთერვიჟენ ჯგუფი"-ს ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 2009 წლიდან ტარდება.