ხვალ, 5 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში (მაჩაბლის 13 ) პოეტისა და არტისტის, გიორგი ბუნდოვანის თანადგომის მიზნით, საქველმოქმედო საღამო გაიმართება. გიორგი ბუნდოვანს დაუყოვნებლად ესაჭიროება ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება, რათა მისი მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდეს.
საქველმოქმედო საღამოზე პოეზიის მოყვარულები მოისმენენ პაატა შამუგიას, გიორგი ლობჟანიძის, მაია სარიშვილის, ზვიად რატიანის, გივი ალხაზიშვილის, შოთა იათაშვილის, ეკა ქევანიშვილის, ლელა სამნიაშვილის, შალვა ბაკურაძის, დიანა ანფიმიადის, სალომე სულაბერიძის, რეზო გეთიაშვილის, კატო ჯავახიშვილის, ნატო ინგოროყვას, ზურაბ პაპიაშვილის, ტომა თამარ კანაშვილის, სოფიკო კვატალიანის, რატი ამაღლობელის, დავით რობაქიძის ახალ ლექსებს.
საღამო დაიწყება მუსიკალური ნაწილით, რომელსაც წარმოადგენს ლადო ბურდული.