20 ივლისს ბათუმში პიაცას მოედანზე და 22 ივლისს თბილისში მთაწმინდის პარკში ცნობილი რუსი მომღერალი ზემფირა კონცერტს გამართავს. კონცერტი "ლაივ კონცერტის" ორგანიზებით იმართება და მომღერალი მსმენელის წინაშე უახლესი ალბომის «Жить в твоей голове» პრემიერით წარსდგება. აღნიშნეული ალბომით მომღერალმა ტურნე თებერვლიდან დაიწყო და უკვე რუსეთის უკრაინისა და პრიბალტიკის 23 ქვეყანაში წარადგინა . ივნისში მომღერალი ევროპაში იმოგზაურებს და უკვე ივლისის ბოლოს საქართველოსაც ეწვევა.
კომპანია „ლაივ კონცერტის" დირექტორმა კირილ ხიმიჩევის განმარტებით, ზემფირას საქართველოში დაბრუნების დიდი სურვილი ჰქონდა, რადგან იგი შეყვარებულია ქართველ მსმენელზე. ბათუმის პიაცაზე კონცერტის ჩატარების იდეაც სწორედ მომღერალს ეკუთვნის.
კონცერტებზე დასასწრები პირველი 300 ბილეთი 6 ივნისიდან განსაკუთრებულ ფასად, 45 ლარად გაიყიდება, შემდგომ კი ბილეთების ფასი გაიზრდება და 60 ლარი იქნება. ხოლო 13 ივნისიდან ვიპ ბილეთების რეალიზაცია დაიწყება. ბილეთების შეძენა www.ticketservice.ge -ზე იქნება შესაძლებებელი.
მასალის გამოყენების პირობები