ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ქართული და უკრაინული ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა მიმდინარეობს.
ექსპოზიციაზე შვიდი უკრაინელი და ორმოცდასამი ქართველი ოსტატი-მეთოჯინის 140-მდე ნამუშევარი ცვილის, თიხის, რბილი, ეთნოგრაფიული, გონჯა, მარიონეტები, ორიგინალური ჟანრის თოჯინებია წარმოდგენილი. ხოლო 5 ივნისს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მცირე საგამოფენო დარბაზში ჩეხი მეთოჯინეებისა და საქართველოს თოჯინების მუზეუმის ექსპონატების ერთობლივი გამოფენა გაიმართება.
5-6 ივნისს, ჩეხი მეთოჯინეები მასტერკლას ჩაატარებენ.
მასალის გამოყენების პირობები