დღეს, 31 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მანანა თოდაძის შემოქმედების 35 წლისადმი მიძღვნილი სოლო კონცერტი გაიმართება. მოსკოვში მოღვაწე მომღერალი და პოეტი 10-წლიანი პაუზის შემდეგ გამართავს კონცერტს. საღამოზე წარმოდგენილი იქნება ახალი სიმღერების პრემიერა. მანანა თოდაძესთან დუეტებს თეიმურაზ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ნოდიკო ტატიშვილი, რატი დურგლიშვილი, ლიკა დოლიძე, თეატრალური კვარტეტი და გიორგი მელიქიშვილი შეასრულებენ.
ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
მასალის გამოყენების პირობები