9,10 ივნისს, 19:45 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში რუსეთის მსახიობი მაქსიმ ავერინი მონოსპექტაკლს "ყველაფერი სიყვარულით იწყება" წარმოადგენს.
მაქსიმ ავერინი- რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი, მოსკოვის ა. რაიკინის სახელობის თეატრ "სატირიკონის" არტისტი და პოპულარული კინომსახიობია.
მონოსპექტაკლი "ყველაფერი სიყვარულით იწყება" სრულფასოვანი თეატრალური ქმედებაა, რომელიც შედგება მუსიკისგან, პოეზიისგან და პროზისგან - ოსტატური განათების და ხმის პარტიტურის თანხლებით. პროგრამაშია: დ. სამოილოვის- პროზა და ლექსები; ა. ვერტინსკის, ბ. პასტერნაკის, ვ. მაიაკოვსკის, რ.როჟდესტვენსკის და ვ. ვისოცკის შემოქმედება. ნაწყვეტები სპექტაკლებიდან, საბჭოთა და რუსი კომპოზიტორების სიმღერები და ვიდეოსპექტრი კინოფილმებიდან.
მასალის გამოყენების პირობები