11 ივნისს, 21:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯგუფი "ა სტუდიო" კონცერტს გამართავს.
ჯგუფი "ა სტუდიო" თბილისში ექვს წლიანი პაუზის შემდეგ გამართავს კონცერტს. რუსული ჯგუფი საქართველოს 11 ივნისს ცხრა კაციანი შემადგენლობით ეწვევა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანია "ივენთ 404"-ის დამფუძნებელმა სალომე ხელაშვილმა განუცხადა, 11 ივნისს, დილით ცნობილი რუსული ჯგუფი პრესკონფერენციას გამართავს. "ორსაათიან კონცერტზე "ა სტუდიო" ძველ და ახალ ჰიტებს შეასრულებს."
აღსანიშნავია, რომ "ა სტუდიოს" შემადგენლობაში ქეთა თოფურია 2004 წლიდან არის, მას შემდეგ რაც Polina Griffith-მა ჯგუფი დატოვა.