14,15 ივნისს, შოთა რუსთაველის თეატრის სცენაზე ვოლგოგრადის სახელმწიფო ახალი ექსპერიმენტული თეატრი გასტროლს გამართავს.
ვოლგოგრადის სახელმწიფო ახალი ექსპერიმენტული თეატრი წარმოადგენს სპექტაკლებს: რუსი კლასიკოსის ალექსეი ტოლსტოის ისტორიულ დრამას "მეფის მკვლელნი" და კენ ლუდვიგის ლეგენდარულ ამერიკულ კომედიას "პრიმადონები".
თეატრის ხელმძღვანელი ჩვენი თანამემამულე, რუსეთის სახალხო არტისტი ოთარ ჯანგიშერაშვილია.
გასტროლი ეძღვნება თეატრის 25 წლისთავს და ხორციელდება კულტურული გაცვლის პროგრამის ფარგლებში.
მასალის გამოყენების პირობები