30 მაისს, ბათუმში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია სასტუმრო ,,ერა პალასში" 14.00 საათზე დაიწყება. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ბავშვს უნდა მიეწოდებოდეს ყველა საშუალება, რომელიც აუცილებელია მისი როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი განვითარებისათვის;
„მშიერი ბავშვი უნდა იყოს დაპურებული; თუ ბავშვი ავად არის, მას უნდა აღმოვუჩინოთ დახმარება; საჭიროა შევუსწოროთ ბავშვს, რომელიც უშვებს შეცდომას; უნდა აღმოვუჩინოთ მხარდაჭერა მძიმე წუთებში და მივცეთ თავშესაფარი ობოლ და მიუსაფარ ბავშვს;
ბავშვმა უნდა მიიღოს ყველა სახის დახმარება მისთვის ყველაზე საჭირო და რთულ მომენტში;
ბავშვი უნდა აღიზარდოს სიყვარულის ატმოსფეროში, იყოს დაცული ექსპლუატაციის ყველა ფორმისგან.
ბავშვი უნდა აღიზარდოს იმ შეგნებით, რომ მისი საუკეთესო თვისებები ემსახურება სხვის კეთილდღეობასაც.
ბავშვთა უფლებების დეკლარაციაში შემავალი ეს 5 ძირითადი პრინციპი ბრიტანელმა რეფორმატორმა ქალბატონმა ეგლანტინ ჯებმა შეიმუშავა. დეკლარაცია 1924 წლის 26 ნოემბერს ჟენევაში გამართულ ერთა ლიგის V ასამბლეაზე დამტკიცდა. სწორედ აღნიშნულ დეკლარაციაზე დაყრდნობით და ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის კონგრესის გადაწყვეტილებით 1949 წლის ნოემბერში, პარიზში დაწესდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც დღეს უკვე მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნება"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღსთან დაკავშირებით აწყობს კონფერენციას აჭარის სკოლების V - VII კლასის მოსწავლეთათვის. კონფერენციის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია სკოლის მოსწავლეებიში, მოზარდთა ჩართულობა, სპიკერების მომზადება და თანატოლთა განათლება იმ დაავადებათა შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჯანმრთელობას.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი თემები:
"სქოლიოზი"
"ალერგია"
"თვალი - მხედველობის ორგანო"
"ენდემური ჩიყვი"
პრეზენტაციებს წარმოადგენენ: ბათუმის №16 საჯარო სკოლის, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის №2 საჯარო სკოლისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლის V - VII კლასის მოსწავლეები.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სუვენირები და სამახსოვრო საჩუქრები.
კონფერენციის მხარდამჭერები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, განათლების რესურსცენტრები.
კონფერენციის ორგანიზატორია: სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.