1-ელ ივნისს, 21:30-დან 03:00 საათამდე, ძველ თბილისში Tbilisi Photo festival-ის ფარგლებში თბილისის ფოტოგრაფიის ღამე გაიმართება.
თბილისის ფოტოგრაფიის ღამე არლის ფესტივალის მიერ მოწოდებული მსოფლიოს წამყვანი ფოტო სააგენტოების, ფოტო კოლექტივების და პერიოდიკული გამოცემების საუკეთესო ფოტოგრაფიულ პროდუქციას აერთიენებს, რაც თბილისელ მაყურებელს და სტუმრებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ძველ თბილისში - აბანოთუბნიდან გუდიაშვილის ბაღამდე. ღია ცის ქვეშ დამონტაჟებულ 10 ეკრანზე ერთი ღამის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო და უახლესი ფოტოგრაფიული პროდუქცია გამოიფინება.
არლის ფესტივალის მიერ მოწოდებული მასალის გარდა თბილისის ფოტოგრაფიის ღამე ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, უკრაინელი, რუსი, თურქი, ირანელი, ავღანელი და ერყელი ფოტოგრაფების ნამუშევრებსაც აერთიანებს.
"ფოტოგრაფიის ღამე" არლის ფესტივალის ერთ-ერთი ცენტრალური ღონისძიების La Nuit de l'Anee ქართული ვერსია. მისი თბილისში ჩატარება არლის ფესტივალსა და თბილისის ფოტო ფესტივალს შორის არსებული პარტნიორობის საფუძველზე გახდა შესაძლებელი.
Night of Photography თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ყველაზე ხალხმრავალი ღონისძიებაა. ერთი ღამის განმავლობაში იგი დაახლოებით 20 000-მდე მაყურებელს უყრის თავს.
"თბილისის ფოტოგრაფიის ღამის" მთავარი პარტნიორია თბილისის მერია,რომლის სრული ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით იმართება თბილისის ფოტო ფესტივალის ეს ღონისძიება.
მასალის გამოყენების პირობები