Georgian Airways-მა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დუმბლინში ჩაყვანა უკვე უზრუნველყო. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს"Georgian Airways-ს პრესსამსახურის უფროსმა ქეთევან მგელაძემ განუცხადა, კომპანიამ ის ბორტი, რომელზედაც ნაკრების წევრები თავდაპირველად იმყოფებოდნენ შეცვალა და ფეხბურთელები დუბლინში მშვიდობიანად გაემგზავრნენ.
„ავიაკომპანია Georgian Airways-მა ჩარტერული რეისის შესრულებისას თბილისი-დუბლინი-თბილისი განახორციელა არაგეგმიური დაშვება.
საათნახევრინი ფრენის შემდეგ ეკიპაჟმა აღმოაჩინა მცირე ხარვეზი და მიიღო გადაწყვეტილება თბილისის აეროპორტში დაშვებისა.კომპანიამ მალევე შეცვალა ბორტი და ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები მშვიდობიანად გაემგზავრნენ დუბლინში"- განაცხადა მგელაძემ.
შეგახსენებთ, რომ Georgian Airways-ს ("აირზენა") თვითმფრინავი, რომელსაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ირლანდიაში მიჰყავდა, თბილისის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე ხანში უკან დაეშვა. ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 11:20 საათზე შესრულდა, ხოლო საათნახევრიანი ფრენის შემდგომ Georgian Airways-ს კუთვნილი "ბოინგი" ისევ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.