ხვალ, 30 მაისს, 10 საათზე კინოთეატრ ამირანში დიზაინერებისა და არქიტექტორების მსოფლიოში უდიდესი ონლაინ პლატფორმის BEHANCE პრეზენტაცია გაიმართება. ორგანიზაციის პორტფოლიო რევიუები ყოველწლიურად მსოფლიოს მსხვილ ქალაქებში ტარდება.
ქართველ დიზაინერებს პირველად ეძლევათ საშუალება, რომ ამ ფორმატში გაიარონ ინდივიდუალური პორტფოლიო რევიუ მსოფლიო დონის ექსპერტებთან ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Google, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სარეკლამო და კრეატიული სკოლა Miami Ad School, გლობალური კრეატიული სააგენტო M&C Saatchi, ფლორენციის სახვითი ხელოვნების აკადემია, და ა.შ.
საკონკურსო პროგრამის მონაწილეები არიან ქართველი გრაფიკული დიზაინერები, ხოლო სტუმრების აუდიტორია შედგება სარეკლამო და მარკეტინგული კომპანიების, ბიზნესის, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლებისგან