დღეს, 29 მაისს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ: რატი სხირტლაძე, კონსტანტინე მახარაძე, ნინო ბიწაძე, ლიზი ვერხვიაშვილი, იოსებ ჯუღაშვილი, გიორგი იულდაშევი, ნოდარ მდივანი, თამარ გვაზავა და მარიამ ბუღაძე. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი. დირიჟორი- რევაზ ტაკიძე.
პროგრამაშია: იოჰან სებასტიან ბახის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, სერგეი რახმანინოვის, რობერტ შუმანის, სერგეი პროკოფიევის, მიხაილ ბერგსონის, ედუარდ ლალოს და მაქს ბრუხის ნაწარმოებები.