ვაზისუბანში მამა-შვილი, სავარაუდოდ, გაზით გაიგუდა.
შემთხვევა მესამე მიკრორაიონში მოხდა. მამა-შვილი ბინაში დაღუპული იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, ისინი რამდენიმე კვირის გარდაცვლილი უნდა იყვნენ.
ადგილზე საპატრულო პოლიცია დაღუპულების მეზობლებმა, სახლიდან ბუნებრივი აირის მძაფრი სუნის გამოსვლის შემდეგ გამოიძახეს.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. კრიმინალისტები მამა-შვილის დაღუპვის მიზეზების დადგენაზე მუშაობენ.