პროექტ "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" მიმდინარეობით დღეს თბილისის ვიცე-მერი დაინტერესდა. მამუკა ახვლედიანმა შარტავას ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა.
მრავალსართულიან შენობაში "ოლიმპიური ვარსკვლავი" ძველ თბილისში მცხოვრებ 35 ოჯახს ახალი და კომფორტული ბინებით დააკმაყოფილებს.
სამშენებლო კომპანიამ, პროექტის ფარგლებში, "საქართველოს ბანკისგან" 3 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო.
მშენებლობაზე 100 ადამიანია დასაქმებული. სამშენებლო კომპლექსი 2012 წლის ბოლოს დასრულდება.
თბილისის მერიამ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის მეორე ეტაპი გამოაცხადა. კომისია გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიებს გაზაფხულზე გამოავლენს.