29 მაისს, 13.00 საათზე, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში (მის: ქ. თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო #4, მე-4 სართული) ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის და საიხლეების პრეზეტანცია გაიმართება. ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება 2013 წლის 15-22 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.
პრეზენტაციაზე მოხდება ინფორმაციის მოწოდება შემდეგზე:
BIAFF კინოფესტივალის 2013 წლის პროგრამის მონახაზი, მასტერკლასები, სტუმრები, კინოჩვენებების ლოკაციები
BIAFF კინოსკოლა - კინოფესტივალზე სტუდენტებისთვის დაგეგმილია დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფი ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად
BIAFF 2013-ზე დაგეგმილი ქართულ-თურქული კო-პროდუქციის შეხვედრების პლატფორმა
BIAFF 2013-ზე - Film London-თან და ბრიტანეთის საბჭოსთან პარტნიორობით დაგეგმილი ინტენსიური სამდღიანი ტრეინინგი კინემატოგრაფისტთა ჯგუფებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს პროექტების განვითარებას. Microschool International-ის ბაზა არის Film London-ის Microwave's Microschool, ტრეინინგში მონაწილეობა ხდება შერჩევის საფუძველზე. Microschool შედგება სემინარების, მასტერ-კლასების და ინდივიდუალური სესიებისგან. ყურადღება გამახვილებულია ცალკეული პროექტების განვითარებაზე და ფილმების შექმნაზე მცირე ბიუჯეტით ბლოგერების კონკურსი BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში
მასალის გამოყენების პირობები