1-ელ ივნისს თბილისში თოჯინებისა და საბავშვო სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ინიციატივითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით წელს თბილისში აღსდგა თოჯინებისა და საბავშვო სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება.
ფესტივალში ამ ეტაპზე საქართველოს თოჯინების თეატრების დასებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სტამბულის ცნობილი დასი „ხის ჩარჩოს თეატრი" სპექტაკლით „შავი კაბარე", რომელიც წარმოდგენილი იქნება მარჯანიშვილის თეატრში 1 ივნისს 18 საათზე და ერევნის სახელმწიფო თოჯინების თეატრი სპექტაკლით „აკ-აკ" ნ. გოგოლის „შინელის" მიხედვით. სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება მოზარდ მაყურებელთა თეატრში 20 საათზე.
სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.