საქართველოს კონტროლის პალატა პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა. კონტროლის პალატის მიერ ჯამში 9480 ლარის ოდენობის თანხა სკოლების ანგარიშებზე გადაირიცხება. მათ შორის, 500 ლარს კონტროლის პალატის თავჯდომარე ლევან ბეჟაშვილი საკუთარ, 117-ე სკოლას, ხელფასიდან გადაურიცხავს. ამ ინფორმაციას კონტროლი პალატის ვებგვერდი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული თანხები ღვაწლმოსილ პედაგოგებს დაურიგდებათ. ასევე, გადახალისდება სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
რამდენიმე კვირის წინ მიხეილ სააკაშვილმა ყველა სახელმწიფო მოხელეს, რომელთა ხელფასიც 1000 ლარზე ნაკლებია, მოუწოდა სკოლების ანგარიშზე 50 ლარი გადარიცხონ, ხოლო ვისი ხელფასიც 1000 ლარზე მეტია - 100 ლარი.
"კურსდამთავრებულთა კლუბის" პროექტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ALUMNI-ის სახელწოდებითაა ცნობილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს. პროექტის ფარგლებში წარმატებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სკოლას, სადაც სწავლობდნენ, გარკვეული დახმარება აღმოუჩინონ", - ნათქვამია განცხადებაში.
"მსგავსი დახმარებები ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სკოლისთვის. გვაქვს ბევრი პროექტი და სურვილი, რის განხორციელებასაც თანხები სჭირდება, იქნება ეს ბიბლიოთეკის და სპორტული დარბაზის შეკეთება და განვითარება თუ სხვა რამ. ამიტომ მსგავსი დახმარებები ჩვეთვის დიდი სტიმულია", - განაცხადა 117-ე სკოლის დირექტორი დალილა ზუხბაიამ.
საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლები საკუთარი სკოლების ანგარიშებზე 9480 ლარს გადარიცხავენ.