24 მაისს, 21:00 საათზე, ბათუმში პიაცაზე მომღერალი სალომე ქათამაძე კონცერტს გამართავს. 
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პიაცას გენერალურმა მენეჯერმა თენგიზ ბედინაძემ განუცხადა, "კონცერტი პიაცას ღია კაფეში გაიმართება. მომღერალი ორსაათიან კონცერტს გამართავს, სადაც საზოგადოებისთვის ნაცნობ სიმღერებს შეასრულებს." 
აღსანიშნავია, რომ სალომე ქათამაძე იურმალას მუსიკალურ ფესტივალ "ახალი ტალღა 2013"-ზე საქართველოს სახელით წარსდგება. 
აღსანიშნავია, რომ კონცერტზე დასწრება თავისუფალია. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები