მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში, გართულებული ვირუსული ინფექციით მოთავსებული 40 წლის ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
აქვს თუ არა ლელა ლელა მარტიაშვილს H1N1 ვირუსი რამდენიმე დღეში გაირკვევა. მას ლაბორატორიული შემოწმება უკვე ჩაუტარდა.
მარტიაშვილი რუსთავიდან თბილისში გუშინ გადმოიყვანეს და მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს.
სპეციალისტების განმარტებით, მას ვირუსის გართულების ფონზე პნევმონია აღენიშნება. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.