დღეს, 22 მაისს, "ტოიოტა ცენტრი თბილისში" კომპანია "იმიჯ-ცენტრის" ხელმძღვანელმა ია კიწმარიშვილმა სილამაზის კონკურსის "მის საქართველო 2013"-ის დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ "მის საქართველო 2012" თამარ შედანია და "ტოიოტა ცენტრი თბილისის" წარმომადგენელინინუკა გაგუა.
პრესკონფერენციაზე ორგანიზატორებმა წარმოადგინეს მთავარი პრიზი ახალი მოდელი, ელეგანტური ავტომობილი "ტოიოტა RAV 4". კომპანია "ტოიოტა ცენტრი თბილისი" უკვე მესამედ აწესებს ღონისძიების მთავარ პრიზს, რომელიც ტრადიციულად გადაეცემა კონკურსში გამარჯვებულ ლამაზმანს.
"მის საქართველო 2013"-ში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 ივნისამდე. ორგანიზატორები იწვევენ 17-25 წლამდე ასაკის გოგონებს კომპანია "იმიჯ-ცენტრი"-ს ოფისში ნ. ნიკოლაძის 6-ში.
ფინალური კასტინგი ჩატარდება 21 ივნისს, სადაც შეირჩევა 20 გოგონა, რომლებიც გააგრძელებენ "მის საქართველო 2013"-ის ტიტულისთვის ბრძოლას.
"მის საქართველო 2013"-ის გამარჯვებული ტოპ-5 გაემგზავრება სილამაზის საერთაშორისო კონკურსებზე.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "იმიჯ-ცენტრი" არის "მის საქართველო"-ს ორგანიზატორი და მსოფლიოში აღიარებული სილამაზის საერთაშორისო კონკურსების ""Miss World"-ის, "Miss Universe"-ის, " Miss Intercontinental "-ის და " Miss Tourism International"-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.
კონკურსი "მის საქართველო" ყოველწლიური პროექტია, რომელიც უკვე მეთერთმეტედ ტარდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში.
პროექტი "მის საქართველო" ემსახურება ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა: - საქართველოს კულტურის, ხელოვნების, ფოლკლორის პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე. ტურიზმის განვითარება, ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა ახალგაზრდებში, მოდისა და ხელოვნების სფეროების განვითარება, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების განხორციელება. ქართული და საერთაშორისო ბრენდების და პროდუქციის პოპულარიზაცია და მათი ცნობადობის ხელშეწყობა.
"მის საქართველო 2013" იქნება მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ღონისძიების სხვადასხვა პარტნიორებისა და სპონსორების მხარდაჭერით.