ევროვიზია 2013"-ის შედეგები შესაძლოა გადაიხედოს და გამარჯვებულად უკრაინის წარმომადგენელი გამოცხადდეს. ამის მიზეზი ის სკანდალები გახდა, რომელთა ცენტრშიც დანია და აზერბაიჯანი აღმოჩნდნენ.
დანია, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა, სკანდალის ეპიცენტრში პლაგიატში დადანაშაულების შემდეგ მოხვდა. ჰოლანდიელმა ჟურნალისტებმა გამარჯვებულ სიმღერასა და ჯგუფ "კ-ოტიკის" სიმღერას შორის საეჭვო მსგავსება აღმოაჩინეს.
ამავე დროს ლიტველმა ჟურნალისტებმა აზერბაიჯანი დაადანაშაულეს გადახდილი ნომრებისთვის მასობრივ ხმის მიცემაში.
დანიელ ემილი დე ფორესტისა და აზერბაიჯანელ ფარიდ მამედოვის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში "ევროვიზიის" გამარჯვებული მესამე ადგილზე გასული უკრაინელი ზლატა ოგნევიჩი გახდება.
ზლატა ოგნევიჩმა კი განაცხადა, რომ მას ამ ფასად გამარჯვება არ სჭირდება და მესამე ადგილით ის სრულიად კმაყოფილია.
უკრაინის სასარგებლოდ განცხადება გააკეთეს ჩერნოგორელმა ჟურნალისტებმა. მათი თქმით, ნახევარფინალში ზლატას ჩერნოგორიის ჟიურიმ და მაყურებელმა 12 ქულა მისცა. მათივე თქმით, ფინალში მან ჟიურისგან ასევე მაღალი შეფასება მიიღო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზებით 12 ქულა უკარინის ნაცვლად აზერბაიჯანმა მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები