ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად 82 წლის ქალი დაშავდა.
შემთხვევა მამედოვების ოჯახში მოხდა. ბუნებრივი აირი მაშინ აფეთქდა, როცა ოჯახის დიასახლისმა სამზარეულოში გაზქურის ანთება სცადა. წინასწარი ინფორმაციით, ოთახში გაზი იყო დაგროვილი.
დაშავებული დამწვრობის ცენტრში წუხელვე გადაიყვანეს. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ექიმების განცხადებით, მას სხეულის 13 % აქვს დამწვარი. მისი მდგომარეობა მძიმეა, რასაც პაციენტის ასაკიც ართულებს.