ინგუშეთში ლიკვიდირებული ერთ ერთი ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი მეთაურ დოკუ უმაროვთან იყო კავშირში. განცხადებას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს.
როგორც ცნობილია ინგუშეთში ორი ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი მოკლეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო ინგუშეთის ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაციის "იმარატ კავკაზის" "სამხედრო ამირი" და მისი მეთაურის დოკუ უმაროვის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ დილით ორმა მამაკაცმა ინგუშეთში სამარტალდამცავებს ცეცხლი გაუსხნა. საპასუხო სროლის შემდეგ ორივე მამაკაცი მოკლეს.