ტორნადო, რომელიც აშშ-ის ოკლაჰომას შტატს დაატყდა თავზე შეესაბამება ფუჯიტის შკალის ყველაზე მაღალ, ფ-5 მაჩვენებელს, იტყობინება სი-ენ-ენი.
ტორნადოს 50 ადამიანი ემსხვერპლა, 230-ზე მეტი ადამიანი ჰოსპოტალიზირებულია, სრულადაა დანგრეული ქალაქ ოკაჰომას რამდენიმე რაიონი. სტიქიას ვერ გაუძლო ერთ-ერთმა სკოლამაც, რომელშიც ბავშვები იმყოფებოდნენ.
ქარის სიჩქარემ ქალაქ მურთან 337 კმ/სთ-ს მიაღწია, რაც სპეციალისტების განცხადებით ფ-5 კატეგორიის მაქსიმალურ საზომს შეადგენს.
სტიქიის მიერ იყენებული ზარალი ამ დროისთვის დაზუსტებული არაა, თუმცა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ის საკმაოდ დიდი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები