დღეს, 22 მაისს, 19:00 საათზე, გალერეა "ბაიაში" მხატვრის ირაკლი ფარჯიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. გამოფენა ეძღვნება მხატვრის დაბადების დღეს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 30 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი კერძო კოლექციებიდან.
ქართველი მხატვარი,პოეტი, საქართველოს ეროვნული ჯილდოსა და ფიროსმანის პრემიის ლაურეატი ირაკლი ფარჯიანი დაიბადა 1950 წლის 22 მაისს. მხატვრის საყვარელი ჟანრი იყო მინიატურა, რელიგიური თემატიკა, ხოლო მისი ბერლინის ცილკი გამოირჩევა მასშტაბურობითა და ახალი ფერებით. 80-იან წლებში კი ის თვითონ იწყებს მისთვის სასურველი პასტელის ფერების დამზადებას და ამით საფუძველს უყრის მხატვრობაში ფარჯიანისეულ ხელწერას. მხატვარი 1991 წელს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმი - თანამედროვე ხელოვნების გალერეა. კერძო გალერეები და კოლექციები: საქართველო, რუსეთი, ამერიკა და ევროპა.
გამოფენა გალერეა "ბაიაში" 28 მაისამდე გაგრძელდება.