დღეს, 22 მაისს, 13:00 საათზე, "მის საქართველოს" ორგანიზატორი კომპანია "იმიჯ-ცენტრი" პრესკონფერენციას გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიდდან აცნობეს, პრესკონფერენციის თემა "მის საქართველო 2013" -ის გამართვასთან დაკავშირებული საკითხები იქნება.
კომპანია "იმიჯ-ცენტრი" არის "მის საქართველო"-ს ორგანიზატორი და მსოფლიოში აღიარებული სილამაზის საერთაშორისო კონკურსების ""Miss World"-ის, "Miss Universe"-ის, " Miss Intercontinental "-ის და " Miss Tourism International"-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.
კონკურსი "მის საქართველო" ყოველწლიური პროექტია, რომელიც უკვე მეთერთმეტედ ტარდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს მოსახლეობაში.
პროექტი "მის საქართველო" ემსახურება ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა: - საქართველოს კულტურის, ფოლკლორის პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე. თურიზმის განვითარება, ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა ახალგაზრდებში, მოდისა და ხელოვნების სფეროების განვითარება, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების განხორციელება. ქართული და საერთაშორისო ბრენდების და პროდუქციის პოპულარიზაცია და მათი ცნობადობის ხელშეწყობა.
"მის საქართველო 2013" იქნება მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტელეკომპანია იმედის და ღონისძიების სხვადასხვა პარტნიორების მხარდაჭერით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება აქვთ 17-25 წლამდე ასაკის გოგონებს.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 ივნისამდე კომპანია "იმიჯ-ცენტრი"-ს ოფისში ნ.ნიკოლაძის 6-ში.
ფინალურ კასტინგი ჩატარედება 21 ივნისს, სადაც შეირჩევა 20 გოგონა, რომლებიც გააგრძელებენ "მის საქართველო 2013"-ის ტიტულისთვის ბრძოლას.
ტრადიციულად კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვდება მთავარი პრიზით - ავტომობილით.
უკვე მესამედ, ღოისძიების მთავაე პრიზს აწესებს კომპანია "ტოიოტა ცენტრი თბილისი" და გამარჯვებულ "მის საქართველო 2013"-ს გადაეცემა ახალი მოდელის, ელეგანტური ავტომობილი "ტოიოტა RAV 4".
"მის საქართველო 2013"-ის გამარჯვებული ტოპ-5 გაემგზავრება სილამაზის საერთაშორისო კონკურსებზე
მასალის გამოყენების პირობები