საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრმა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. თურქეთში, მოსწავლეთა და სტუდენტთა სამოყვარულო თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე, I ადგილი, ლაურეატის წოდება და გრანპრი მოიპოვა.
მოსწავლეთა და სტუდენტთა სამოყვარულო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი თურქეთში 25 აპრილიდან 2 მაისამდე მიმდინარეობდა. ფესტივალში საქართველოს სახელით მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია "მოდი ნახე", რომელმაც საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის ერთსულოვანი მოწონება და შესაბამისად, I ადგილი, ლაურეატის წოდება და გრანპრი მოიპოვა.
ფესტივალზე სტუ-ის თეატრმა წარმოადგინა იყო ნოდარ დუმბაძის ორმოქმედებიანი პიესა "თეთრი ბაირაღები" (რეჟისურა, სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება ნუგზარ ბუცხრიკიძე).