"ქართულ ფრანგული კვირეულის" ფარგლებში მონმარტრი არაერთ საინტერესო ღონისძიებას მასაპინძლობს, სადაც წარმოდგენილია საქართველოს შემოქმედებითი, კულტურული და ქართული სამზარეულოს პოტენციალი.
კვირეულს ორგანიზებას უწევს კომპანია „თბილისი-პარიზი-თბილისი" და ქართული კულტურის ცენტრი პარიზში ,,ლაზი''. ამასთანავე თბილისის მერიის ჩართულობით კვირეულის ფარგლებში დაიგეგმა ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა და ანსამბლ „ურმულის" კონცერტი.
კვირეულის ფარგლებში მონმარტრის სენ პიერის ეკლესიის Sacre Coeur საექსპოზიციო დარბაზში ქართველ მხატვართა გამოფენა მიმდინარეობს, გამოფენა დაიხურება ქართული სამზარეულოს კერძების დეგუსტაციის თანხლებით. 21 მაისს- გაიმართება შეხვედრა ჩოხოსნებთან, პარიზში ქართულ ჩოხოსანთა საზოგადოების ჩამოყალიბება და ახალი წევრებისთვის მედლების გადაცემა. 23 მაისს- ქართული ტრადიციული ფოლკლორული ანსამბლ ,,ურმულის'' კონცერტი მონმარტრის შაცრე ჩოეურ-ის კიბეზე. ხოლო 26 მაისს "ქართულ ფრანგული კვირეული" დაიხურება კონცერტით ქართული მუსიკა და ქორეოგრაფია მონმარტრის არენაზე, ,,ლაზის'' სკოლის მოსწავლეების, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ,,ლაზის'' და პოლიფონიურ ანსამბლ ,,მარანის'' მონაწილეობით.