ჩინეთის სამხრეთ-ცრენტრალურ პროვინციაში ძლიერი წვმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 200 ათასი ადამიანი დააზარალა. გუანდუნის პროვინციაში 12 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
გავრცელებული ინფორმაციით წყალდიდობის შედეგად ხუთასამდე სახლი დაინგრა და 12 ათასი ჰექტარის ნათესები განადგურდა. ამ დრომდე მიმდინარეობს ზარალის დათვა, წინასწარი მონაცემებით ჩინეთმა 24 მლნ დოლარით იზარალა.
ჩინეთის სამხრეთ-ცრენტრალურ პროვინცია გუანდუნში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. მათივე ინფორმაციით წყალდიდობას 55 ადამიანის სიცხოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე ათეული კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს დაკარგული მოქალაქეების ძიება.