ყირგიზეთის ხელისუფლებამ 2014 წლის 11 ივლისიდან აშშ-სთან ყოფილი ავიაბაზის, ამჟამად კი ბიშკეკის აეროპორტში მდებარე ტრანზიტული გადაზიდვების ცენტრის "მანასის" შესახებ, ასევე გარკვეული ობიექტებისა და უძრავი ქონების სახეობების ირგვლივ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დენონსირება გადაწყვიტა.
შესაბამისი პროექტი ყირგიზეთის მთავრობას პარლამენტში დასამტკიცებლად გააქვს. ინფორმაცია ამის შესახებ რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ინტერნეტ-გვერდზეა გამოქვეყნებული.