სირიის არმიამ ქალაქ კუსეირის 70 %-ზე კონტროლი დაამყარა. ამ ქალაქისათვის ბრძოლა ასადის არმიასა და ოპზიციას შორის უკვე რამდენიმე დღეს მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული ტელეარხი ავრცელებს.
"ქალაქში რამდენიმე მხრიდან შევედით. სასტიკი წინააღმდეგობა დაგვხვდა, თუმცა ჩვენ იგი დავძლიეთ და ქალაქის რაიონები ჩვენს კონტროლს დავუქვემდებარეთ", _ ციტირებს ტელეარხი სირიელ სამხედროებს. მათივე ინფორმაციით, ისინი მთლიანად აკონტროლებენ ქალაქის აღმოსავლეთ და ცენრალურ ნაწილს და ქალაქის ადმინისტრაციას.
ასადის არმიის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ ბრძოლების დროს მოკლულია ამბოხებულთა ორი მეთაური. ამჟამად ქალაქში ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები ქალაქს ტოვებენ.
მასალის გამოყენების პირობები