რამდენიმე დღეში, აჭარაში რუსული ჯგუფი "რეფლექსი" და უკრაინული "ბუბოქსი" იმღერებენ.
24, 25 და 26 მაისს, აჭარაში, სასტუმრო "ოაზისში" სეზონს, რუსული ჯგუფი "რეფლექსის", უკრაინული ჯგუფი "ბუბოქსისა" და ქართული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტებით საზეიმოდ გახსნის.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასტუმრო "ოაზისის" დირექტორმა რეზო თურმანიძემ განუცხადა, სასტუმრო "ოაზისში" სეზონი ოფიციალურად 23 მაისს გაიხსნება.
„ 24 მაისს კი უკრაინული ჯგუფი "ბუბოქსი" გამართავს კონცერტს, 24 მაისს ქართული ფოლკლორული ანსამბლები, ხოლო 26 მაისს ჯგუფი - "რეფლექსი". თითოეული კონცერტი საათნახევარი გაგრძელდება, შემსრულებლები საზოგადოებისთვის ცნობილ სიმღერებს შეასრულებენ."
კონცერტებზე დასასწრები ბილეთის ფასები 50 ლარიდან 125 ლარამდე მერყეობს, თუმც ბილეთის ღირებულებაში, ფასის მიხედვით, გამაგრილებელი სასმელები და ღამის თევაც შედის.
ჯგუფი „რეფლექსი" 1999 წელს კომპოზიტორმა და პროდიუსერმა ვიაჩესლავ ტურინმა ჩამოაყალიბა. წლების განმავლობაში, ჯგუფის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა მაგრამ ტურინმა და მისმა მეუღლემ მომღერალმა ირინა ნესლონმა შეძლეს ჯგუფის იდივიდუალიზმის შენარჩუნება. ჯგუფი დსთ-ს საკმაოდ პოპულარულობით სარგებლობს. „რეფლექსი" 17 ეროვნული პრემიის ლაურეატია. „რეფლექსი" ევროვიზიის კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას.