18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ქვეყნის მუზეუმებსა და მუზეუმ- ნაკრძალებში დამთვალიერებელთა შესვლა თავისუფალია. 18 მაისს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საააგენტოს დაქვემდებარებულ მუზეუმ-ნაკრძალებსა და მუზეუმებში ერთდროულად რამდენიმე ათეული ღონისძიება გაიმართება.
უფლისციხის, ვარძიის, ნოაქალაქევის, ქუთაისის, გრემის, გურიის მუზეუმ-ნაკრძალებში, ასევე ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმში საერთასორისო დღისთვის მომზადებული კულტურულ-შემცენებით გასართობი ღონისძიებები დილიდან დაიწყება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე ამ დღეს უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება. დღეიდან მუზუემ-ნაკრძალში ახლადგარემონტებული და რეექსპონირებული სამუზუემო სივრცე ამოქმედდება. დამთვალიერებლისთვის თამარის დარბაზში ბერძნული მითოლოგიის თემაზე გაცოცხლებული პერფორმანსი გაიმართება, აკაციის ხეივანში ისტორიულ ხესთან პურის ცხობის უძველესი ტრადიციები გაცოცხლდება და მოეწყობა ღვინის დეგუსტაცია. გამოიფინება რეგიონისთვის დამახასიათბელი თექის ნაწარმი და სხვა ხელნაკეთი ნივთები.
უფლისციხეში თბილისის 35 სკოლის დირექტორი და მათი წარმომადგენლები ჩავლენ. კულტურული მემკვიდრების სფეროში ახალი თაობის ჩართულობის მიზნით საგანმანათლებლო სექტორისთვის, სპეციალური ინფოტური ჩატარდება.