სატელეკომუნიკაციო სივრცეში შპს  " ვიმპელკომი "  ( NYSE: VIP) რომელიც  შპს " მობიტელის"  TM  Beeline - 51  %-ს ფლობს, 2013  წლის პირველი კვარტლის   ფინანსურ და საოპერაციო შედეგებს აქვეყნებს.
შედეგების მიხედვით, 2012  წლის პირველი კვარტალთან შედარებით  2013  წლის  მონაცემებით,  საქართველოში ბილაინის აბონენტთა რიცხვი 11 %  ით გაიზარდა  და აქტიურმა ბაზამ  969 732  ათასი აბონენტი შეადგინა. ამავე მონაცემებით, ბილაინის შემოსავალი 24 %- ით გაიზარდა აბონენტები  საშუალოდ 17 % ით მეტს საუბრობენ მობილურ ტელეფონზე, შარშანდელ წელთან შედარებით, რაც გარკვეულწილად მობილურ სეგმენტში ბილაინის მიერ უკონკურენტო შეთავაზებებმა გამოიწვია. 
"მოხარულები ვართ, იმ ფაქტით, რომ  კომპანია ბილაინის 2013  წლის  პირველი კვარტლის შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია.  მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც კომპანიის წინაშე იდგა მთელი წლის განმავლობაში, ჩვენ შევძელით და მოგების დინამიკით განვაგრძობთ ამ  წელს. რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, საქართველოს ეკონომიკაში ჩვენს მიერ ჩადებულმა ინვესტიციამ, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული  მილიონი ა.შ.შ დოლარი შეადგინა, ასევე რამდენიმე ათეული პროცენტით გაიზარდა  ბილაინში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი." - განაცხადა  ბილაინის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები