დღეს, 16 მაისს, შვედეთის ქალაქ მალმეში ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი მეორე ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებენ.
მათთან ერთად მაყურებლის წინაშე 17 ქვეყბნის წარმომადგენელი წარსდგება. ეს ქვეყნებია: ქვეყანა: ლატვია, აზერბაჯანი, მალტა, ისლანდია, სან მარინო, მაკედონია, ფინეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ნორვეგია, ალბანეთი, უნგრეთი, შვეიცარია, საქართველო, საბერძნეთი, სომხეთი და რუმინეთი
14 მაისს პირველ ნახევარფინალზე 16 ქვეყანა იყო წარმოდგენილი - დანია, ხორვატია, უკრაინა, ნიდერლანდები, ავსტრია, სლოვენია, ესტონეთი, რუსეთი, ლიტვა, სერბეთი, ირლანდია, ბელორუსი, კვიპროსი, მონტენეგრო, ბელგია და მოლდოვა.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად ფინალში ავტომატურად გადავლენ: მასპინძელი ქვეყნის შვედეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები.
დანარჩენი ფინალისტების ვინაობა ნახევარფინალების შედეგად გამოვლინდება.
რიგით 58-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალებსა და ფინალს შვედეთის ქალაქი მალმე მასპინძლობს.