დღეს, 16 მაისს, 10 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში სამთავრობო მოლაპარაკებების შესახებ იმართება ქართული და გერმანული მხარეების ერთობლივი პრესკონფერენცია.
სამინისტროს ინფორმაცით, პრესკონფერენციაზე საქართველოსა და გერმანიას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში სამთავრობო მოლაპარაკებების შესახებ დეტალები გახმაურდება.